06 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
1 წელზე მეტი საბუთების გარეშე - დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე ბრალდებულები განაჩენის დადგომას ითხოვენ

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე ბრალდებულებმა ქუთაისში პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მირიან დეისაძე, ნიკა ნარსია და კახა გაბუნია სასამართლო პროცესის დროულ გამართვასა და განაჩენის დადგომას ითხოვენ. მათ სიმბოლურად ფეხები შეკრული ჰქონდათ.

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტისთვის ბრალდებული ახალგაზრდების განცხადებით, მათ ყველა დოკუმენტი ჩამორთმეული აქვთ და შეზღუდულები არიან საკუთარ უფლებებში.

„ჩამორთმეული გვაქვს ყველა საბუთი აბსოლუტურად. ვთხოვთ ერთს, რომ გაგვასამართლონ. ეს წელიწადი და 3 თვე არ გვაქვს პასპორტი,  არანაირი სამოქალაქო უფლება, ვერც ხმას ვაძლევთ, ვერც მუშაობას ვიწყებთ,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ნარსიამ.

კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ბრალდებულმა მირიან დეისაძემ. 

„ეს ყველაფერი მიბმულია უბრალოდ რუსთავი 2-თან დაკავშირებით და ელოდებიან ალბათ რა მოხდება რუსთავი 2-ის პროცესზე და შემდეგ უკვე გამოგვიტანენ უკვე ჩვენც განაჩენს,“ - განაცხადა მირიან დეისაძემ.

დღის ამბები