06 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
პარლამენტის შენობასთან თბილისში ერთმანეთის პარალელურად 2 აქცია-წარმოდგენა გაიმართა

ორი აქცია გაიმართა თბილისში პარლამეტის შენობასთან. მოთხოვნა იდენტურია - შეკრებილები ხელისუფლებას ეკონომიკური ვითარების გამოსწორებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას სთხოვდნენ.

მათი თქმით ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა. ორგანიზაცია დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა დღეს პარლამეტთან აქცია-პერფორმანსი გამართა, საქართველოს ახალგაზრდული ალიანსის ორმა წევრმა კი პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

„ვაკეთებთ პერფორმანსს, როგორ ნაირ-ნარი საჭმელს მიირთმევს მთავრობა, ხალხი კიდევ მშიერი დადის და არ იცის რა ჭამოს, მაცივარი ცარიელი აქვთ, ესენი კი ჩვენს ხარჯზე ერთობიან,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ჭიტაძემ.

დღის ამბები