06 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
დედა ენის ბაღში საახალწლო ქალაქი გაიხსნა

დედაენის ბაღში დღეს საახალწლო ქალაქი გაისხა და პირველი კონცერტი უკვე რამდენიმე საათში გაიმართება. შეკრებილების წინაშე ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით საშობაო ზღაპარი შესრულდება.

პარალელურად ღონისძიებებია დაგეგმილი განახლებულ აღმაშენებელზე, სადაც დღეს ბექა გოჩიაშვილი დაუკრავს. საახალწლო აქტივობები დედაენის ბაღსა და ახალ ტფილისში სამ იანვრამდე გაგრძელდება. ქვეყნის მთავარი კონცერტი კი 31 დეკემბერს ვარდების მოედანზე გაიმართება.

დღის ამბები