ამ დრომდე სამართალდამცველები სასულიერო პირზე შეიარაღებულ თავდასხმაში დამნაშავის დადგენას ცდილობენ. მამა გიორგი ცნობილაძეს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. სასულიერო პირი თბილისის ცენტრში, წყნეთის ქუჩაზე ღამით დაჭრეს. მამა გიორგი ცნობილაძეს ქვედა კიდურებში 4 გამავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა -შენახვისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, სასულიერო პირს ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია. ამის შესახებ, შსს ინფორმაციას ავრცელებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე და ის მთელი დღის განმავლობაში გამაყუჩებლებზე იმყოფება.
დღეს მამა გიორგი ცნობილაძესთან იმყოფებოდა ოჯახის ახლობელი ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მოტივი, რომ სასულიერო პირს ესროლეს. მისვე თქმით, ის იცნობს მამა გიორგი და მისთვის წარმოუდგენელია, რომ მას ვინმესთან კონფლიქტი ქონოდა.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.