2016 წლის ანტირეკორდსმენი გაუფასურებული ლარია. ამ პროცესმა კი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. 2016-ში 700 000 პენსიონერს პენსია 20 ლარით, 180 ლარამდე გაეზარდა.
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესიც შეიცვალა და შედეგად, ადამიანები, რომლებიც გაზით თბებოდნენ, ზამთარში, ფაქტობრივად, გათბობის გარეშე დარჩნენ.
პენსიონერები წინასაარჩევნო დაპირებებს იხსენებენ და ამბობენ, რომ შედეგად, რეალურად არაფერი მიუღიათ.
2016 წელს ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ლარის გაუფასურება იყო, რასაც რიგი პროდუქციის გაძვირებაც მოჰყვა და მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკებაც.
ავტორი:მიხეილ სესიაშვილი.