გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული 2014-2015 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე, საარსებო მინიმუმის გარეშეა დარჩენილი.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ღარიბი და დაუცველი ფენა სწორედ არასრულწლოვანები და ბავშვები არიან. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა ჩვენს გვერდით უმწეო ბავშვები შიმშილით იღუპებიან.
ზუსტად არავინ იცის რამდენი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ამბობს რომ შიდა და გარე მიგრაციის გამო მათი დათვლა შეუძლებელია.
ქვეყანაში ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან წამოსული ბავშვების აღრიცხვის პრობლემა არსებობს. ღია საზოგადოება საქართველოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში არსებული სკოლა-პანსიონებში ძირითადად სწავლობენ და ცხოვრობენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებიც ფაქტობრივად არცერთი სახელმწიფო უწყების მონაცემებში არ ჩანან.
ავტორი: ანანო ბაკურაძე.