მსოფლიო 2016 წელს - ყველაზე აქტუალური კვლავ ტერორიზმის საფრთხეა, რომელსაც სრულიად ცივილიზებული სამყარო ებრძვის, თუმცა ამ ბრძოლამ ჯერ შედეგი ვერ გამოიღო და ევროპა მთელი წლის განმავლობაში ტერორის შიშის ქვეშ ცხოვრობდა.
2016-ში აფეთქება მოხდა თურქეთში, ბრიუსელში, შემდეგ იყო ნიუ-იორკი. გაჩნდა მასობრივი მკვლელობის ახალი მეთოდი - სატვირთო მანქანებით ხალხში შევარდნა. ასე მოკლეს ათობით ადამიანი ნიცასა და ბერლინში. მნიშვნელოვანია სირიაში მიმდინარე მოვლენებიც.
იყო ბრიტანეთის ბრექსითი, პოლიტიკური ლიდერების ცვლილებაც და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები იყო და დონალდ ტრამპის გამარჯვება.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მიერ საზღვრების კიდევ უფრო გადმოწევა. 2016 გაჩნდა ახალი მავთულხართები და ჩამოჭრილი კილომეტრები - რუსეთი საქართველოს გულთან უფრო და უფრო მოიწევს.
წელს მიღებულ იქნა მთავარი გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც. 2017-ს მხოლოდ საბოლოო და ფორმალური კენჭისყრა დარჩება და უკვე უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი გახდება.
ამავე წელს დასახელდნენ წლის ადამიანებიც. Forbes-ის ჟურნალმა ზედიზედ უკვე მეოთხედ პუტინი დაასახელა, ხოლო Time-მა დონალდ ტრამპი.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.