06 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
2017 - წითელი მამლის წელი და ასტროლოგების პროგნოზები

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2017 ცეცხლოვანი, წითელი მამლის წელია. ასტროლოგები ამბობენ, რომ მეომარი, მებრძოლი, რევოლუციონერი და ამაყი მამალი თავის კვალს დატოვებს და ქვეყანაში რადიკალურ ცვლილებებს მოიტანს. წლის პირველი ნახევარი რთული, მეორე კი შედარებით უკეთესი იქნება.

ანარქიული მაიმუნისგან განსხვავებით, მამალი სერიოზული და ორგანიზებულია. უყვარს ტრადიციები და სერიოზული ურთიერთობები. მიხეილ ცაგარელის თქმით, სიყვარულის წელიწადი გველოდება. დასავლური ზოდიაქოს მიხედვით წლის ფავორიტები სასწორი, ვერძი, ქალწული და თხის რქა იქნებიან, წარმატებულ წელს პროგნოზირებენ მამლის, ხარის, თხის და გველის წელში დაბადებულებისთვის. თავისი წესები აქვს ახალი წლის შეხვედრასაც. 

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები