06 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
გორის ქალთა კამერული გუნდი - ევროპული წარმატების შემდეგ კაპელას დაფინანსებას უმცირებენ

თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ გორის კაპელა ევროპული ტურნედან სამშობლოში დაბრუნდა. 46 წლიანი ისტორიის მანძილზე გორის გუნდმა ბევრი სირთულე გამოიარა და ბოლოს ევროპული აღიარების შემდეგ, გაირკვა, რომ კაპელას დაფინანსება უმცირდება. იმდენად, რომ გუნდის არსებობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

ევროპული წარმატების შედეგ, სამხატვრო ხელმძღვანელს გუნდის ბიუჯეტის გაზრდის იმედი ჰქონდა, თუმცა პირიქით მოხდა. სახელმწიფო კულტურის დაფინანსებას ამცირებს და ეს ცვლილება ყველასთან ერთად, გორის კამერულ ქალთა გუნდსაც შეეხება. 

23-მა ქალმა გორიდან გუნდის 24 წევრად ქეთი მელუა დაიმატა და ერთობლივი ძალებით ევროპა მოხიბლა. გორის ქალთა კამერული გუნდისა და ქეთი მელუას ერთობლივი გზა 2 წელიწადს გაგრძელდა.

ახალგაზრდა მომღერლის ექსპერიმენტს დათანხმდა გუნდი, რომელსაც 46 წლიანი ისტორია და უამრავი სირთულის მიუხედავად, 1970 წლიდან უწყვეტად იარსება. კამერული გუნდი შალვა მოსიძის მიერ გორში დაარსდა და საბჭოთა პერიოდში ქვეყნის საზღვრებს გასცდა.

ტურნედან დაბრუნებული გუნდი ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება და ახლა საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადებიან.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

დღის ამბები