მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გვირაბთან ახლოს. volkswagen-ის მარკის ავტომობილი მდინარეში, წინასწარი ინფორმაციით, მოცურების შედეგად გადავარდა.
ადგილზე მყვინთავებთან ერთად, მობილიზებული იყო რამდენიმე სამაშველო ჯგუფი. 6 საათიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა წყლიდან ორივე ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილია დაახლოებით 45 წლის ასაკის ცოლ-ქმარი.
გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.