06 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
მოქალაქებისთვის დენის ტარიფის გაზრდის საკითხს დღეს "სემეკი" სხდომაზე გადაწყვეტს

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური მოქალაქებისთვის - ამას მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს. სემეკი კომპანიების "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და "თელასის" მოთხოვნას - სამომხმარებლო ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით განიხილავს.

"კომისიამ გააანალიზა ყველა ეს ხარჯი და შესაბამისად, დაამტკიცებს იმ მოცულობით, რითაც ის ჩათვლის უკვე რეალურად მიზანშეწონილად ამ ტარიფებს," - გამარტავს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია. 

კომისიის წევრები მოუსმენენ კომპანიის არგუმენტებს - თუ რის საფუძველზე ითხოვენ ისინი მოქალაქებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გაძვირებას.

4 დღის წინ სემეკმა 10 ჰესის ტარიფს გადახედა. აქედან ერთს ტარიფი დაახლოებით 2 თეთრით გაეზარდა, ხოლო დანარჩენს ნახევარი თეთრით შეუმცირდა.

დღის ამბები