იმ შემთხვევაშიც კი თუ დენზე ტარიფის მატება გადაწყდება, საქალაქო ტრანსპორტის მგზავრობის საფასურს ეს არ შეეხება, ამტკიცებს თბილისის მერი. მოსალონდელია თუ არა შექმნილ ვითარებაში სუბსიდირება ან ცვლილებები თბილისის ბიუჯეტში, დავით ნარმანია ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფების გაძვირება ჩვენ უახლოეს მომავალში არ გველოდება," - აცხადებს დავით ნარმანია.