ვახტანგ კახიძის კონცერტით - საშობაო ზღაპარი გაიხსნა საახალწლო ქალაქი დედა ენის ბაღში.
ღონისძიებას თბილისის მერი ოჯახთან ერთად დაესწრო.
პარალელურად, საახალწლო ღონისძიებები მოეწყო განახლებულ აღმაშენებელზეც. საახალწლო პროგრამა დედა ენის ბაღსა და ახალ ტფილისში 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება.
საახალწლო გალა კონცერტი კი, ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე შედგება.