06 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
საახალწლო სამზადისი ბათუმში - ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართა

საახალწლო განწყობისთვის სამზადისია ბათუმში. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა აანთეს.

ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართა, აქვე განთავსდა სანტას კუთხეც.

პარალელურად, ქალაქში წარმოდგენები მოეწყო. აქცია - მსვლელობით დრამერებმა ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

„ყოველი დღე იქნება ძალიან საინტერესო, დახუნძლული სხვადასხვა პროგრამით, მე მინდა მოვუწოდო მთელ ბათუმს გამოვიდნენ გარეთ,“ - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

დღის ამბები