06 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ელექტროენერგიის საფასური - "სემეკი" ტარფის დადგენაზე მსჯელობს

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური - გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია დღეს მიიღებს. სემეკი ენერგო-პრო ჯორჯიასა და თელასის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით მოთხოვნას განიხილავს. სემეკის სხდომა ამ წუთებში იწყება.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, სემეკმა გაანალიზა ყველა ის კომპონენტი, რომელიც სამომხმარებლო ტარიფს ეხება და გადაწყვეტილებას დეპარტამენტი დღეს მსჯელობის შემდეგ გამოიტანს.

„ჩვენ გავაანალიზეთ ყველა კომპონენტი, რომელიც შედის სამომხმარებლო ტარიფში, მათ შორის გავაანალიზეთ შესყიდვის კომპონენტი, გაანალიზების ტარიფები და შესაბამისად დღეს დეპარტამენტი გამოიტანს ამ საკითხს კომისიის სხდომაზე, იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

„დეპარტამენტი წარმოადგენს ყველა კომპონენტს. მოვისმენთ ასევე კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებებს და მხოლოდ ამის შედეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას.  კომპანიები არ ითხოვდნენ გაძვირებას, ეს იყო გეგმიური გადახედვა. შესაბამისად, სემეკმა გადახედა ამ ტარიფებს გეგმიურად და დღეს წარმოადგენს დეპარტამენტი უკვე ამ საკითხს,“-განაცხადა გოჩა შონიამ.  

დღის ამბები