06 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
"სემეკმა" კომერციულ ობიექტებს ელექტროენერგიის ტარიფი გაუზარდა

სემეკმა კომპანია თელასის და   ენერგო პრო ჯორჯიას ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, ხოლო კომერციულ ობიექტებს ტარიფი ნახევარი თეთრით გაეზარდათ.

სემეკმა თელასისა და ენერგო პრო ჯორჯიას ტარიფები განსაზღვრა. გადაწყვეტილებას სემეკის სხდომაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2016-2017 წლისთვის ენერგო პრო ჯორჯიას წარმოდგნელი აქვს 81 მილიონის ინვესტიცია, ამ მოცულობის ინვესტიცია არ განხორციელებულა.

მისივე თქმით, ანალოგიურად თელასის შემთხვევაში მოხდა წინა წლებთან შედარებითაც მაღალი ინვესტიციის განხორციელება.

ირინა მილორავა ამბობს, რომ არსებული მონაცემები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კომპანიებმა ენერგო მიწოდება არ გააუარესონ.  

დღის ამბები