01 ოქტომბერი 2024,   11:12
ვრცლად
ჯორჯ მაიკლის სახლთან დილიდან თაყვანისმცემლები იკრიბებიან

ჯორჯ მაიკლის სახლთან დილიდან თაყვანისმცემლები იკრიბებიან. პოპ ვარსკვლავი 53 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ფაქტს სოციალური ქსელების საშუალებით გამოეხმაურნენ მისი მეგობრები და მწუხარება გამოთქვეს. მათ შორის იყვნენ მადონა, სერ ელტონ ჯონი, ბრაიან ადამსი და ელენ დიჯენერესი.

ჯორჯ მაიკლის მუსიკალური კარიერა 40 წელი გრძელდებოდა. ის ორი გრემის და ორი ბრიტანული მუსიკალური ჯილდოს მფლობელი იყო. პოპ ვარსკვლავს აღიარება ჯერ დუეტ უემში მოღვაწეობამ, შემდეგ კი სოლო კარიერამ მოუტანა.

მისი სიმღერები მუსიკალურ ჩარტებში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო.

დღის ამბები