იყიდე ქართული - სოციალურ კამპანიას დღეს საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი შეუერთდნენ. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ქართული წარმოების პროდუქტები ავლაბრის ბაზარში შეიძინეს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა მისი ამ კამპანიაში მისი ჩართვის მთავრი მიზანი არის ის, რომ მოხდეს ქართული წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაცია და მეწარმეების მხარდაჭერა.
კიდევ ერთი სოციალური კამპანია, რომელშიც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო, ეხება სოციალურად დაუცველთა დახმარებას. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მივიდა და სხვადასხვა სახის პროდუქცია მიიტანა, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ოჯახებს გადაეცემა.
„დღეს მე შევუერთდი ორ აქციას, ერთი არის აქცია, რომ ჩვენ შევიძინოთ ჩვენი სამამულო პროდუქცია და დავეხმაროთ ჩვენს წარმოებას და მეორე არის აქცია, რომელიც უკავშირდება სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: შოთა კიკნაძე.