06 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
"ტუ 154"-ის კატასტროფა - მაშველებმა თვითმფრინავის ორი დიდი ფრაგმენტი ამოიღეს

შავ ზღვაში ტუ 154-ის ფიუზელაჟი იპოვეს. მაშველებმა სანაპიროდან 2 კილომეტრის დაშორებით თვითმფრინავის ორი დიდი ფრაგმენტი ამოიღეს. დღესვე წყალში ორი ცხედარიც აღმოაჩინეს, გუშინ ნაპოვნი 11 ცხედარი კი ექსპერტიზის ჩასატარებლად მოსკოვში გადაასვენეს. უკვე ამოიცნეს პირველი გარდაცვლილიც.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ლაინერი სანაპიროდან 6 კილომეტრის დაშორებით ჩავარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 92 ადამიანი. მათ დღეს მთელი რუსეთის მასშტაბით გლოვობდნენ. ავიაკატასტროფის გამომწვევ მთავარ ვერსიებად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა განიხილება.

ამავე თემაზე
დღის ამბები