06 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
სოფელ მოხეს მოსწავლეები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

სოფელ მოხეში მოსწავლეების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო. მათ სკოლის დირექტორი დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს და სასწავლო პროცესი ჩაშალეს.

100-მდე მოსწავლე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს. ხმაური რამდენიმე დღის წინ, ნათია რეხვიაშვილის მიერ, მე-12 კლასის მოსწავლისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვას მოჰყვა. სკოლის დირექციამ მათ აქციის შესაწყვეტად მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

მოსწავლეები პრეტენზიებს გამოთქვამენ განათლების სამინისტროს მიმართაც. მათი აზრით, მომხდარზე სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. ისინი თვლიან, რომ წერილი, რომელიც უწყებამ გაავრცელა, მხოლოდ კანონს განმარტავს და სკოლაში მსგავსი ფაქტების პრევენციის გარანტიას არ იძლევა. მოსწავლეები პასუხს ალექსანდრე ჯეჯელავასგან ელოდებიან. მინისტრის ადგილზე ჩასვლას ასევე მუსლიმთა მუფტი ითხოვს.

ავტორი: მარიამ ჭოხონელიძე.

დღის ამბები