06 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მაყურებელი დღეს ნიჭიერის ნახევარფინალურ შოუს პირდაპირ ეთერში იხილავს

დღეიდან რუსთვი 2-ის და მთელი საქართველოს ყველაზე რეიტინგული და სახალისო შოუ ნიჭიერის ნახევარფინალის ნახვას მაყურებელი პირდაპირ ეთერში შეძლებს.

Live კონცერტი კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება. ასევე დღეიდან, ჟიურის წევრებთან ერთად, კონკურსანტების საკონკურსო ბედს ამჯერად უკვე მაყურებელიც გადაწყვეტს.

თბილსის დიდ საკონცერტო დარბაზში მონაწილეები რეპეტიციას დილიდან გადიან და დღევანდელი საღამოსთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. 

დღეს ნომრებს 9 კონკურსანტი წარმოგვიდგენს და საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძლებს ჟიურის მიერ არჩეული საუკეთესო მონაწილეების შეფასებას.

„არ მეშინია, მინდა ფინალში გადავიდე და დიდ სცენაზე ვიდგე. ჟიურის და მაყურებელს ვეტყვი, რომ ძალიან მაგარი კონცერტი ელით დღეს, დაუვიწყარი იქნება,“ - ამბობს ნიჭიერის ნახევარფინალისტი, გიორგი ცისკაძე.

Live შოუს დაწყების წინ როგორც კონკურსანტები, ასევე ჟიურის ზოგიერთი წევრიც ღელავს.

„არ დაგიმალავთ და ვღელავ, იმიტომ რომ ჩემთვის პირველი ნახევარფინალია და პირველი live შოუა. ყველას ვგულშემატკივრობ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უფრო განსხვავებულია. დღეს ის ხალხი გამოდის სცენაზე, ვისაც ჩვენ კი ვუთხარით. ჩვენც ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე, რომ ესენი არიან ღისი, რომ ნახევარფინალში იბრძოლონ, ამიტომ მე ველოდები, რომ დღეს ბევრი განსხვავებული და კარგი ნომერი იქნება,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ავტორი: სალომე ბენაშვილი.

დღის ამბები