06 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი დღეს ორ სოციალურ კამპანიას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენით, სოციალურ კამპანია იყიდე ქართულს შეუერთდა, რომელიც ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა, რამდენიმე დღის წინ წამოიწყო. პირველმა ლედიმ და გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის ბაზარში ოჯახისთვის ტკბილეულთან ერთად ხილიც შეიძინეს.

პრეზიდენტის თქმით, სოციალურ კამპანიაში მისი ჩართვის მიზანი, ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციაა.

აქციის ორგანიზატორი, აკა სინჯიკაშვილია. საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ბავშვებს წინასაახალწლოდ საჩუქრები გადაეცემათ.

ვიდრე პრეზიდენტი გუდიაშვილის გამზირზე მივიდოდა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნახევარის საათით ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყდა.

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ათობით ოჯახი და 200-მდე ბავშვს სხვადასხვა სახის საჩუქრები ახალ წლამდე გადაეცემა.

ავტორ: შოთა კიკნაძე. 

დღის ამბები