ცოლ-ქმარი დაიღუპა ახალციხეში. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი
ბუნებრივი აირის გაჟონვაა. მოიწამლა ზედგენიძეების მეზობლად მცხოვრები ოჯახის ოთხი წევრიც. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ სახლში გაწერეს.
საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, საქმე გადაკვალიფიცირდეს.
შემთხვევის ადგილი შეისწავლეს კომპანია ინტერგაზის წარმომადგენლებმა.