06 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
"სემეკი" წყლის ტარიფის დადგენაზე მსჯელობს

სემეკი წყლის ტარიფის დადგენაზე მსჯელობს. მარეგულირებელ კომისიაში განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. ეს არის წლის ბოლოს ტრადიციული გეგმიური გადახედვა.

ჯერჯერობით უცნობია შევა თუ არა კორექტივები წყლის გადასახადში.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია ამბობს, რომ ფასებს რამოდენიმე კომპონენტი განსაზღვრავს, მათ შორის ინვესტიციების ოდენობა, რომელსაც კომპანია წლის განმავლობაში ახორციელებს ანდა მის განხორციელებას გეგმავს.

შონია განმარტავს, რომ ფასის მატება ან კლება მხოლოდ ამერიკული დოლარის კურსზე არ არის დამოკიდებული.

„ისევე როგორც ელექტრო ენერგეტიკის სექტორში, აქაც ძირითადი ფაქტორები ეს არის ინვესტიციები, რომელსაც GWP ახორციელებს ძალიან ინტენსიურად. ამ სატარიფო განაცხადში მას 85 მილიონამდე ლარის ინვესტიციები აქვს წარმოდგენილი. გამომდინარე იქიდან, რომ ხდება მომხმარებლების გამრიცხველიანება, ახალი მომხმარებლების მიერთება, ხდება რეალიზაციების გაზრდა, ძირითადად ეს კომპონენტებია, რომლებიც მოქმედებს ტარიფებზე.

"ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, იმიტომ, რომ გარდა ლარის კურსისა, არის სხვა ბევრი კომპონენტი. ზოგიერთ შემთხვევაში რაღაც საოპერაციო ხარჯები მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში კომისია არ ითვალისწინებს იმ მოსაზრებებს, რომელიც კომპანიას აქვს,“ - განაცხადა გოჩა შონიამ.

დღის ამბები