06 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
გამოძიება "ტუ 154"-ის კატასტროფის მიზეზებზე - სპეციალისტები 4 ვერსიაზე მუშაობენ

სოჭის სანაპიროსთან მყვინთავებმა ტუ 154-ის ერთ-ერთი შავი ყუთი აღმოაჩინეს. თვითმფრინავის ბორტჩამწერი მოწყობილობა 17 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს. მას გასაშიფრად მოსკოვში გადაგზავნიან.

შავი ყუთების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, გამოძიება ლაინერის კატასტროფის მიზეზს დაადგენს. ამ ეტაპზე სპეციალისტები ძირითად 4 ვერსიაზე მუშაობენ - ძრავში უცხო საგანის მოხვედრა, უხარისხო საწვავი, პილოტების შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა.

რუსეთის თავდაცვის უწყების კუთვნილი ტუ 154 სოჭის სანაპიროსთან კვირას ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 92 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს. მათი ამოცნობის პროცედურა სოჭის პროზექტურაში მიმდინარეობს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები