ნიჭიერის პირველი ლაივ კონცერტი, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. ვიდრე მონაწილეების ჯერი დადგებოდა, წამყვანებთან ერთად ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მაყურებელს დაუმტკიცა, რომ ამ პროექტში შოუს არა მხოლოდ აფასებს, არამედ შექმნის კიდეც.
რჩეული კონკურსანტი ამჯერად უკვე ფინალურ ტურში სწორედ მაყურებლის არჩევანით გადავიდა. გიორგი ცისკაძე პირველია ფინალისტთა რიგებში, როემლიც დღეიდან უკვე დასკვნითი ეტაპისთვის მომზადებას დაიწყებს.
ჟირუის რჩეული კი ნიჭიერის ახალგაზრდა ილუზიონისტი გახდა.
ემოციებით და სანახაობით დახუნძლული ყველაზე სახალხო მეგა პროექტი რუსთავი 2-ის მაყურებელს ორ კვირაში, ახალი წლის შემდეგ შეხვდება.
ავტორი: სალომე ბენაშვილი