ხმაური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 1 აგვისტოს გარდაცვლილი ზურაბ ხუციშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ და ხუციშვილის გარდაცვალებაში პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებენ.
ოჯახის წევრთა განცხადებით, ზურაბ ხუციშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მათი თქმით, ხუციშვილი მასზე პოლიციის მიერ განხორციელბეული დევნის შემდეგ გაუჩინარდა, სამართალდამცველებმა კი ხუციშვილის გვამი მტკვარში სამი დღის შემდეგ იპოვეს.
ოჯახი გამოძიების გაჭიანურებაზეც საუბრობს და სამართალდამცავებს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს.
მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.