06 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
გაძვირება გასაგები იქნება მას შემდეგ, რაც წყალმომარაგების მხრივ სიტუაცია გამოსწორდება - ენერგოომბუდსმენი

იმ კერძო სექტორისთვის, რომელსაც gwp ემსახურება, წყლის ტარიფი 1 თეთრით გაიზარდა. ცვლილება მიუღებელი აღმოჩნდა ენერგო ომბუდსმენისთვის. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ უამრავი საჩივარია შესული იმის გამო, რომ წყლით მომარაგება ხშირად წყდება.

სწორედ ამიტომ ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ სემეკის გადაწყვეტილება არასწორია.

„2016 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში დაფიქსირდა არა ერთი განცხადება, რომელიც კონკრეტულად ეხებოდა თბილისის მასშტაბით წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან არასათანადო მომსახურებას. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ წყალი წყდებოდა ერთი ან ორი დღე ღამის განმავლობაში. შესაბამისად, ისევე როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, ასევე კომერციული სექტორიც უკმაყოფილოა. თუნდაც ის ერთ თეთრიანი გაძვირება გასაგები იქნება მას შემდეგ, რაც სიტუაცია გამოსწორდება წყალმომარაგების მხრივ,“ - აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის იურისტი ჯაბა მამულაშვილი ამბობს, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში გამოსწორდება, რადგან კომპანია ინფრასტრუქტურულ განახლებას გეგმავს.

დღის ამბები