06 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
საქართველოში "ინსტიტუციური განვითარების" ცენტრი დაფუძნდა

ინსტიტუციური განვითარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში.
ორგანიზაციის მიზანია პოლიტიკური ინსტიტუტების დემოკრატიული გზით განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ეკონომიკური ცოდნის გავრცელება საზოგადოებაში.

„ჩვენი ორგანიზაცია იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით, სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობა, განათლება, ეკონომიკა, ევროინტეგრაცია, საარჩევნო საკითხები. იმ მთავარ საკითხებზე, რომელიც საქართველოში დღეს საზოგადოებას აწუხებს. ჩვენ შევქმნით პლატფორმას, სადაც თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირების პროცესს საქართველოში,“ - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

დღის ამბები