06 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე სინოდი მრევლს მიმართავს

სასულიერო პირებს შორია დაპირიაპორებაზე სინოდი მრევლს მიმართავს, რომ  სარწმუნოებრივი საკითხები "ეკლესიის წიაღში უდან შეფასდეს" და რიგითი ადამიანებისთვის ამ საკითხებზე საუბარი  "მათთვის შეიძლება გახდეს დაბრკოლების საგანი და ცოდვის მიზეზი. 

ამის შესახებ საუბარია სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  

"ისტორიის მანძილზე არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორი მწვავე დებატები იმართებოდა ამა თუ იმ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს თემები ეხებოდა არა პირად ურთიერთობებს, არამედ დოგმატურ-სარწმუნოებრივ პრობლემებს. სარწმუნოებრივ საკითხებზე მწვავე კამათი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ასეთი თემებიც და სხვა საკითხებიც, პირველ რიგში, ეკლესიის წიაღში უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, რადგან მოქალაქეები რეალურად არსებულ ვითარებას ნაკლებად იცნობენ და ეს მათთვის შეიძლება გახდეს დაბრკოლების საგანი და ცოდვის მიზეზი," - ნათქვამია განცხადებაში. 

სინოდის მორიგი სხდომა  2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მდივნად დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).

დღის ამბები