06 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
სამსახურის გარეშე 200-ზე მეტი ოფიცერი დარჩა - მათ საკომპენსაციოდ სახელმწიფომ 5 მილიონი გამოყო

რა პრინციპით მიმდინარეობს ოპტიმიზაცია თავდაცვის უწყებაში და რამდენ სამხედრო მოსამსახურეს შეეხება ეს პროცესი, ამის შესახებ დღეს ირაკლი სესიაშვილი კონსულტაციებს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან მართავდა.

ამ ეტაპზე სამსახურის გარეშე 200-ზე მეტი ოფიცერი რჩება. მათ საკომპენსაციოდ სახელმწიფომ 5 მილიონი გამოყო. სამხედრო მაღალჩინოსნები 10-დან 30 ათასამდე ლარს მიიღებენ.

„მე მესმის, რომ ძალიან მტკივნეულია და ყველაზე ცუდად მოსასმენია სიტყვა "რეორგანიზაცია", "ოპტიმიზაცია", რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ყველა მინისტრის ფორმატში გვესმოდა და ამას წერტილი უნდა დაესვას. წერტილი უნდა დაესვას იმ სახით, რომ რეფორმა უნდა დასრულდეს, იმ ნაწილში, რასაც ჰქვია სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბება,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეფასება გააკეთა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

„სამწუხაროა, რომ ერთი მხრივ, გასული 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ხელოვნურად, დაუსაბუთებლად იზრდებოდა საშტატო რიცხოვნობა და ბიუროკრატია სახელმწიფო აპარატში, რაც საბოლოო ჯამში ასეულობით მილიონი ლარით მეტად გადახდილი ხელფასი, პრემია და დანამატი აღმოჩნდა ბიუროკრატიისთვის და მეორე მხრივ, დღეს სახელმწიფო როდესაც შევიდა ეკონომიკურ ჩიხში და კრიზისში, კანონდარღვევით და ძალიან ნაჩქარევად ახდენს ამ ადამიანების პირდაპირ გაგებით გაყრას სამსახურებიდან,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები