06 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ივანიშვილს სურს ყველა მთავარი მედიასაშუალება იყოს მის კონტროლს ქვეშ - ნიკა მელია ახალი მედიაჰოლდინგის ჩამოყალიბებაზე საუბრობს

იმედის, მაესტროსა და GDS-ის გაერთიანებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ხელისუფლების ინტერესს გამორიცხავენ უმრავლესობაში. განცხადებას ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობერიძე აკეთებს და ამბობს, რომ მედიაში მიმდინარე პროცესებსა და ხელისუფლებას შორის არანაირი კავშირი არ არის.

„ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს გაერთიანება, რა სახის არის, ჰოლდინგური  სისტემის არის, როგორი იქნება მათი სარედაქციო პოლიტიკა და ასე შემდეგ, სამი ტელეკომპანია თუ ერთიანდება, აქ ხელისუფლების როლი რა არის, თქვენგან განსხვავებით მე ამას ვერ ვაკავშირებ და მით უფრო ვერ ვაკავშირებ რაიმე შემდეგ ნაბიჯს რუსთავი 2-თან დაკავშირებით,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი მმართველი გუნდის მიერ მედიასივრცის გაკონტროლებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ამ გაერთიანების შემდეგ ხელისუფლების ინტერესი რუსთავი 2-ის დაქვემდებარებაც იქნება.

„თავიდან ბოლომდე ივანიშვილია ჩართული ამ პროცესში რომელსაც სურს მარტივი რამ, რომ ყველა მთავარი მედიასაშუალება იყოს მის კონტროლს ქვეშ. ექნება შესაძლებლობა? რა თქმა უნდა რუსთავი 2-საც გააერთიანებს იმედთან, მაესტროსთან და GDS-თან.  ეს არის ივანიშვილის მთავარი ამოცანა, რომ ხალხის ხმა არ ისმოდეს,“-აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ,  რომ ჰოლდინგის შექმნის შემთხვევაში სამი ტელევიზიიდან მხოლოდ ერთს ექნება უფლება საინფორმაციო სამსახური ჰქონდეს და ეს ტელეკომპანია "იმედი" იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები