06 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ბრალის აღიარება 2 წლიანი პირობითი სასჯელის სანაცვლოდ-პროკურატურის შეთავაზება ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე დაკავებულებს

ბრალის აღიარება 2 წლიანი პირობითი სასჯელის სანაცვლოდ - ეს შეთავაზება დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე ბრალდებულებმა ქუთაისის საქალაქო პროკურატურისგან მიიღეს.

ნიკა ნარსია, კახა გაბუნია და მირიან დეისაძე აცხადებენ, რომ მათ ამ შეთავაზებაზე მათ უარი განაცხადეს.

„გვითხრეს რომ უნდა აღიაროთ დანაშაული და გაგიფორმებთ ორ წლიან პირობითს და იქნებით გარეთ, მაგრამ ჩვენგან მიიღეს მტკიცე უარი, რადგან ჩვენ რაღაც უნდა მოგვეგონებინა, რომ ლორთქიფანიძეს თავს დავესხით და ზღაპრები უნდა მოგვეგონებინა. ჩვენ ვიბრძვით უბრალო ხალხისთვის და დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს,“-განაცხადა თავისუფალი ზონის წევრმა ნიკა ნარსიამ.

გასული წლის ოქტომბერში, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტში ბრალდებული პირები, მომდევნო სასამართლო პროცესს და მოსამართლის გადაწყვეტილებას ელიან.

დღის ამბები