06 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
სადღესასწაულო დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

ახალი წლის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, 31 დეკემბრის ღამის 12:00 საათიდან პირველი იანვრის დილის 04:00 საათამდე მეტროპოლიტენი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს. დავით ნარმანიას თქმით, მუშაობის საგანგებო რეჟიმი ეხება შობის დღესასწაულსაც.

თბილისის მერის ინფორმაციით, სადღესასწაულო დღეებში მგზავრობა უფასო იქნება.

გარდა მუნიციპალური ტრანსპორტისა, გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება საბაგიროც.  

როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამით საბაგირო იმუშავებს  23:00 საათიდან დილის 03:00 საათამდე.

დღის ამბები