თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომის ფორმატში დღეს 2016 წელი შეაჯამა.
ნარმანიამ წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, აღმაშენებლის გამზირიზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
მისივე თქმით ახალი თბილისის მეორე ეტაპის ინტენსიური სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
„წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები იქნება ორბელიანის მოედანზე, გუდიაშვილის მოედანზე. გაგრძელდება ნარიყალას ისტორიული ციხესიმაგრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ჩვენ ასევე სულ ახლახან დავიწყეთ და ასევე გამოვყოფდი შინდის-კრწანისის დამაკავშირებელ გზას, რომელიც კილომეტრნახევრამდე სრულიად ახალი გზის მონაკვეთია,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის ინფორმაციით, წლის განმავლობაში დაახლოებით 180 ათასი ხე-მცენარე დაირგო. ნარმანია ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება.