06 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
მოსწავლეთა პროტესტი მოხეს სკოლაში-ვითარებას პრეზიდენტის მრჩეველი გაეცნო

მოხეს სკოლაში შექმნილი ვითარების განსამუხტად პრეზიდენტის მრჩეველი იმყოფებოდა. სოფიო შამანიდი მოსწავლეებსა და დირექტორს შეხვდა.

ახალგაზრდებმა, რომლებიც დირექციას თავსაბურავის აკრძალვაში და შესაბამისად მათ დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ, სასწავლო პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

სოფიო შამანიდიმ პოზიტიურად შეაფასა მოსწავლეების პროტესტი და განაცხადა, რომ მათ იციან საკუთარი უფლებები.

„შევხდი აბსოლუტურად ჯანსაღ, ჭკვიან, სწორად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან კარგად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, იციან თავიანთი უფლებების შესახებ და მეტიც, პირდაპირ კონსტიტუციით მელაპარაკნენ,“-განაცხადა სოფიო შამანიდმა.

დღის ამბები