06 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის მსურველთა საბოლოო სია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი

საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალური დირექტორობის მსურველთა საბოლოო სია 3 საათში  გახდება ცნობილი.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ განაცხადების შემოწმების შემდეგ  უკვე გასაჯაროვდება, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში კანდიდატების სტატუსით.

ახალი დირექტორი საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე იანვრის პირველ კვირაში ეყოლება. გიორგი გოგელიას განცხადებით, მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს სამეურვეო საბჭოს წევრები 4-5 იანვარს გაესაუბრებიან, რაც პირდაპირი ეთერით გაშუქდება.

„მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს უტარდებათ ინტერვიუ საზოგადობრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების მხრიდან ეს ტარდება 4 და 5 იანვარს.

ესე არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და გაშუქდება პირდაპირ ეთერში მეორე არხის მეშვეობით.

ასევე კანდიდატებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სპეციალურად მომზადებულ პროგრამებში, სადაც წარადგენენ თავიანთ ხედვებს და გასცემენ კითხვებს პასუხებს და 6 იანვარს ტარდება უკვე კენჭის ყრა,“-განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორი, რამაზ სამხარაძე კი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია ამბობს, რომ მას საბუთების შემოტანაზე გარკვეული პრობლემები შეექმნა.

სამხარაძის თქმით, მას უთხრეს რომ დოკუმენტაცია ხარვეზებით იყო წარდგენილი, მაშინ როდესაც  მისი მტკიცებით, დოკუმენტები ყველა წესის დაცვით წარადგინა.

„იმედი მაქვს რომ გამჭვირვალედ ჩაივლის, თუმცა საბუთების შემოტანაზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რომ თითქოს დოკუმენტაცია იყო ხარვეზებით წარმოდგენილი. რაც იყო კონკურსის პირობების შესაბამისობაში ყველაფერი წარმოვადგინე ვნახოთ რას იტყვის სამეურვეო საბჭო მიიღებენ თუ არა ჩემს დოკუმენტაციას. მე ვისურვებდი, რომ თითოეული კანდიდატის გასაუბრება მოხდეს პირდაპირი ეთერის რეჟიმში და საზოგადოებას მიეცეს უფლება შეაფასოს ის წარმოდგენილი კანდიდატები, ვინც შემოიტანა განაცხადი საზოგადოებრივ მაუწყებელში,“-განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა რამაზ სამხარაძემ.

დღის ამბები