4 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე - გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიებზე გაზის მიწოდება შენობის დემონტაჟის დროს მილების დაზიანებას მოყვა.
ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 700-მდე მოსწავლისა და პედაგოგის ევაკუაცია მოხდა შავნაბადას სკოლა-გიმნაზიიდან.
დაზიანებული მილების აღდგენაზე ადგილზე მუშაობს ყაზტრანზგაზი. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ გაზმომარაგება რაიონში დღესვე აღდგება. შენობის დემონტაჟის სამუშაოებს კერძო პირის მიერ დაქირავებული ბრიგადა ახორციელებს.
მუშების განმარტებით, შესაძლოა, კედლის ჩამონგრევა კვლავ განმეორდეს, თუმცა ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები ტერიტორიაზე დაცულია.