გუშინ გვიან ღამით ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. შეფერხებული იყო მთელი ღამის განმავლობაში სატრანსპორტო მიმოსვლა.
გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მეწყერი განმეორებით ისევ ჩამოწვა, რამაც ხელი შეუშალა გზის აღდგენით სამუშაოებს.
ამ დროისთვის მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა დასაშვები და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.