01 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
საახალწლო ნაგვის ხე - დედა ენის ბაღში ქალთა ფონდის აქცია გაიმართა

დედა ენის ბაღში ქალთა ფონდმა აქცია გამართა. შეკრებილებმა პლასტმასის ბოთლებისგან ნაძვის ხეები გააკეთეს და ამ ფორმით გარემოს დაბინძურება და ნაძვების მოჭრა გააპროტესტეს.

„ჩვენი ღონისძების მიზანია, კიდევ ერთხელ წამოვწიოთ სადისკუსიოდ გარემოსდაცვითი საკითხები, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს, რომ იჭრება უამრავი ხე, განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში. იყრება ძალიან ბევრი ნაგავი, არ არსებობს ნაგვის გადამუშავების თანამედროვე სისტემა და სეგრეგაცია,“ - განაცხადა ქალთა ფონდის წარმომადგენელმა, თამარ თარხან-მოურავმა.

დღის ამბები