გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ფონდი ნატვრის ხის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო, საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს.
კონცერტი, რომლიდანაც შესული თანხა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, დღეს, 21:30 საათზე, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
პრეზიდენტმა კონცერტის ორგანიზატორს, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს და მონაწილე უცხოელ შემსრულებლებს სიტყვით მიმართა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.