06 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორობის მსურველ კადიდატებს ამ დრომდე ელოდებიან

ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატად გოგა ხაინდრავა და კახა ბექაურიც დარეგისტრირდებიან.

განცხადებების მიღების დასრულებამდე ნახევარი საათია დარჩენილი და მედია სხვა მსრუველ კანდიდატებსაც ელოდება.

რამდენიმე წუთის წინ კანდიდატად დარეგისტრირდა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილი. მისი თქმით, გადაწყვეტილება მან გუშინ მიიღო.

„პროცესი არ მომწონს, ეს განვაცხადე არაერთგზის და სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება შემომეტანა განცხადება. თითოეულმა ადამიანმა, ვისთვისაც სულერთი არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი, ისეთმა მოქალაქეებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა. მეტი პატივისცემა სჭირდება ამ ინსტიტუციას, ეს შეიძლება გამოხატული იყოს მხოლოდ კონკურსში მონაწილეობით. ამ კონკურსის მთავარი სისუსტე შეიძლებოდა ყოფილიყო კანდიდატების სიღარიბე, როცა არ არის არჩევანი, კარგი არჩევანი ვერ გაკეთდება,“ - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები