ნახევარ საათში საზოგადოებრივი მაუწყებელი დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღებას დაასრულებს და იანვრის პირველ კვირაში ახალი გენერელური დირექტორის ვინაობა უკვე ცნობილი იქნება. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 14 მსურველი, თუმცა გავრცებეული ინფორმაციით, დარჩენილ დროში კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი განაცხადის შეტანას ელოდებიან.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებისთვის ყველაზე მისაღები კადიდატურა 20:30-ის ყოფილი პროდიუსერი, ვასილ მაღლაფერიძეა.
კანდიდატების შერჩევის პირველი და მეორე ტურის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ასევე, დირექტორობის კანდიდატი, თიკო ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პირველ ტურში კანდიდატებთან საჯარო ინტერვიუს ჩატარება ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა კანდიდატების აზრით კი, დირექტორის დანიშვნამდე აუიცლებელია დებატების გამართვა.
„უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა არ მარტო სამეთვალყურეო საბჭოს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ განაცხადს აკეთებენ. იმიტომ რომ, ეს ძალიან დიდი მისიაა. აუცილებლად უნდა იყოს დებატები, კარგი იქნებოდა, როგორც ჩვეულებრივ არჩევნების პერიოდში, ემუშავა პრესკლუბსაც და დაინტერესებული ადამიანები, ჟურნალისტები, არასამთავრობოები ამ ყველაფერს დასწრებოდნენ,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, ნინო ზაუტაშვილმა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი