სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მედიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვეტილება განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღოს.
მათი განცხადებით, საბჭოს წევრები, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე არიან პასუხისმგებელნი.
„მედია გარემო უკვე მიდის პოლარიზაციისკენ. სწორედ ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი კანდიდატი იყოს არჩეული. მე იმედი მაქვს, რომ სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი გააცნობიერებს იმ პასუხიმსგებლობას, რაც აკისრია საზოგადოების წინაშე და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი