06 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე განცხადებების მიღება დასრულდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებების მიღება დღეს 18:30 წუთზე დასრულდა.

ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურში მონაწილეობის მისაღებად სულ 15-მა პირმა გამოთქვა სურვილი და ის ორ ტურად ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ნინო ზაუტაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, თინათინ ბერძენიშვილმა, დავით ცინცაძემ, მანანა ღოღობერიძემ, რამაზ სამხარაძემ, თამაზ ბიბილურმა, ნათია კუპრაშვილმა და მარგარიტა დოლიძემ მიმართეს. ერთერთი ბოლო კანდიდატი, რომელმაც განცხადება შეიტანა, ნათია კუპრაშვილი იყო. 

განცხადებების მიღება, დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 2016 წლის 28 ნოემბერს გამოცხადდა.

ღია კონკურის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება. სიასთან ერთად გამოქვეყნდება თითოეული კანდიდატის CV და სამოტივაციო წერილი.

მეორე ტურში გასასვლელი კანდიდატების ვინაობის გამოვლენის მიზნით, კონკურსის პირველი ტურის ფარული კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. სამეურვეო საბჭოს სხდომა 2017 წლის 3 იანვარს გაიმართება.

კონკურსის მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 4 და 5 იანვარს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა მომავალი წლის 6 იანვარს გაიმართება.

დღის ამბები