06 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
უმცირესობა ხელისუფლების მხირდან მედიაკომფორტის შექნის მცდელობაზე მიუთითებს

ელენე ხოშტარია დღეს ერთადერთი იყო, ვინც პარლამენტის სხდომაზე მედიაში მიმდინარე პროცესები ახსენა. მან ხელისუფლება მედიაკომფორტის შექმნასა და არადემოკრატიული წესებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაში დაადანაშაულა.

მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ სამი ტელევიზიის გაერთიანება კითხვებს ამ ეტაპზე არ უჩენთ და ხელისუფლება ამ პროცესების უკან არ დგას.

უმცირესობის შეფასებით, სამი ტელევიზიის გაერთიანება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის საკითხი და რუსთავი 2-ის საქმე ერთი დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მედიის გაკონტროლებას ისახავს მიზნად.

ზაქარია ქუცნაშვილი პროცესში ხელისუფლების მონაწილეობის კვალს ვერ ხედავს.

რესპუბლიკურ პარტიაში პროცესი კერძო პირების გარიგებად არ მიაჩნიათ.

შალვა ნათელაშვილის აზრით, ეს პროცესები პირიქით, რუსთავი 2-ზე ხელისუფლების შეტევას შეასუსტებს, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემებს მოერიდება. მისი განცხადებით, სახეზე არა კერძო პირების გარიგება, არამედ ხელისუფლების მხრიდან ხდება მედიასივრცის სრული მონოპოლიზაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლება თავისუფალი მედია გარემოს გამო ქვეყანაში მხოლოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს.

თავისუფალ დემოკრატებს კი მიაჩნიათ, რომ სამი ტელევიზიის გაერთიანების და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის შემდეგ რუსთავი 2-ის ჯერიც დადგება.

ავტორი: სოფო ზურაბიანი 

დღის ამბები