მაესტროს ახალი მფლობელი ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის გაჩერებას არ აპირებს. ამასთან ერთად, ირაკლი რუხაძე ახალი მედიაჰოლდინგის შექმნის გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ინტერესს გამორიცხავს.
ტელეკომოპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სამი ტელევიზიის გაერთაინებას მხოლოდ ბიზნეს ინტერესებით ხსნის.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სამი ტელევიზიის გაერთიანების შემთხვევაში, ორმა საინფორმაციო მაუწყებლობა უნდა შეწყვიტოს, თუმცა ირაკლი რუხაძე კანონს სხვანაირად კითხულობს და მზად არის ამ თემაზე სასამართლოში იდავოს.
მაესტროს დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი კი აცხადებს, რომ მისი ნებართვის გარეშე გია გაჩეჩილაძეს წილის გასხვისების უფლება არ აქვს. შესაბამისად უცნობია, როგორ იყიდა წილი ინა გუდავაძემ.
დაიხურება თუ არა მაესტროზე საინფორმაციო სამსახური, საბოლოო გადაწყვტილებას მარეგულირებელი კომისია მიიღებს. ტელეკომოპანია GDS-ში კი რეორგანიზაცია დაწყბულია და ცნობილია, რომ არხზე საინფორმაციო სამსახური უკვე დაიხურა.
ავტორები: მარიამ გაფრინდაშილი, მარიამ შანშიაშვილი.