06 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
"სტარტაპ საქართველოს" პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინეს

სტარტაპ საქართველოს პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინეს დღეს დედა ენის ბაღში გამართულ ღონისძიებაზე. კიდევ 9 საუკეთესოს საპარტნიორო ფონდი 100 ათას ლარიან დაფინანსებას გამოუყოფს.

გამარჯვებულები პრემიერმინისტრმა დააჯილდოვა. ამჯერად საუკეთესო პროექტები წარმოადგინეს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან - სტარტაპები მოიცავენ მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, მომსახურებასა და სხვა სფეროებს.

„ეს არის სრულიად ახალი, თვისობრივად განსხვავებული ბიზნესების, იდეების დაფინანსება. ეს არის თვისობრივი შეცვლა ჩვენი ეკონომიკის, ანუ ეკონომიკის ყველაზე მზარდი, ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების წახალისება. მთავარი შედეგი ეს არის, ახალგაზრდების აზროვნების მიმართვა იქითკენ, რომ ისინი კი არ გახდნენ დასაქმებულები, არამედ დამსაქმებლები გახდნენ თავიდანვე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის თქმით, განაცხადების მიღება ეტაპებად აღარ იქნება და ის მუდმივად იწარმოებს.

 

დღის ამბები