მზადება პრემიერისთვის სპონტანურად მოწვეულ ვარსკვლავთან ერთად. მარია ალექსანდროვას დონ კიხოტში ჩელიტას პარტია ერგო. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარის ერთერთი ცნობილი წარმოდგენა დონ კიხოტი განახლებული ვერსიით აღდგა.
დონ კიხოტის პირველი პრემიერიდან 12 წლის შემდეგ, წარმოდგენა განახლებული ფორმით და შემადგენლობით აღდგა.
სპექტაკლში კიდევ ერთი ცვლილების შეტანა დასის სამხატვრო ხელმძღვანელს პრემიერამდე ორი დღით ადრე მოუწია.
დონ კიხოტს ოპერისა და ბალეტის სცენა მხოლოდ ორი დღით, 29 და 30 დეკემბერს დაეთმობა.
ავტორი: სალომე ბენაშვილი