01 ოქტომბერი 2024,   11:10
ვრცლად
ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო და საბაგიროები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო, რიყე-ნარიყალას და კუს ტბის საბაგიროები მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.

მეტრო უფასოდ 31 დეკემბრის ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე იმუშავებს. საბაგიროები კი მოქალაქეებს უფასოდ 31 დეკემბრის ღამის 11 საათიდან დილის 3 საათამდე მოემსახურება.

ეს გრაფიკი იმოქმედებს შობის დღესასწაულზეც.

დღის ამბები